გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2024 წლის 1 ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება

30-05-2024

საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება, –აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


აფლატოქსინი ობის სოკოებისაგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით, აფლატოქსინი ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.


ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერთა ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრები უკვე გამართეს კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში დარგობრივ ასოციაციებთან, რომლებიც ათასობით ფერმერს აერთიანებს. საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.


აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში; აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა შესაბამისი რეგულაციის დაჩქარებულად მომზადებისა და ამოქმედების აუცილებლობა.


საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 29 თებერვალს მიიღო დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.