გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა ორმხრივ ურთიერთობებში

3-06-2024

28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.


„28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ბუნებრივია და პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.