| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
7-12-2017
იმერეთის რეგიონში წლის საუკეთესო მოხალისე აკაკი გურგენიძე გახდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "მოხალისეობის განვითარების პროგრამის-საქართველოს მოხალისეს" დაჯილდოების ცერემონია ტექნოპარკში გაიმართა.
პროექტის მონაწილეები თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა აქტივობას 6 თვის განმავლობაში ახორციელებდნენ.
"ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ამ პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი მქონოდა. ამაყი ვარ, რომ იმერეთის რეგიონიდან გამარჯვება ქუთაისს ხვდა წილად,"-განაცხადა გურგენიძემ.
"საქართველოს მოხალისის" მიზანს მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და სხვ. წარმოადგენს.
წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"