| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
17-10-2018
ზუგდიდი - ჯვარი - მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემედგ შეწყვიტეს.
ბეჩოს მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
აქციის გამო, პარალიზებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და პრობლემის მოგვარებას მინიმალურ დროში დაპირდა.