| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
5-06-2024
ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონს ეხებოდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები.
„ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.