გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება გრძელდება

17-10-2018

დაბა ბაკურიანში ახალი და მშენებარე ტურისტული ობიექტებისთვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები სრულდება.


წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით  და ტექნიკური პირობის მიხედვით, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 700 მეტრის მონაკვეთზე  წყლის მილი დამონტაჟდა. შედეგად, ახალ დასახლებას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემა დღემდე არ არსებობდა.


სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაკურიანის სერვის ცენტრის  თანამშრომლებმა განახორციელეს.