გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა

5-06-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა.


უწყების ინფორმაციით, ბაზისთვის აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა სახის ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესძლებლობების მქონე პირებისთვის.


პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს. მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია საოფისე, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ნომრები ჩამოსული სპორტსმენებისთვის.


პროექტის ბიუჯეტი - 4 794 361 ლარია.