გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოზარ სუბარი: კონგრესში მოწყობილი განხილვა იყო სამარცხვინო, ეს იყო ქართველი ე.წ მოწმეების უვიცობის და არაპროფესიონალიზმის ზეიმი

6-06-2024

უვიცობის და არაპროფესიონალიზმის ზეიმი - ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აშშ-ში გამართულ კონგრესზე, ქართველი „მოწმეების“ გამოსვლას.


დეპუტატის თქმით, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი განხილვის ორგანიზატორებისთვის ოპოზიციის მიერ მადლობის გადახდა არის იმის მტკიცებულება, რომ ქართული ოპოზიცია მოღალატეების გაერთიანებული პარტიაა.


„კონგრესში მოწყობილი განხილვა იყო სამარცხვინო, ეს იყო უვიცობის და არაპროფესიონალიზმის ზეიმი ქართველი, ე.წ მოწმეების მხრიდან. შესაბამისად, როდესაც ამ მტრულად განწყობილი განხილვის ინიციატორებს მიმართავს ოპოზიცია და მადლობებს უხდის იმისთვის, რომ ისინი არასწორად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ითხოვენ საქართველოს დასანქცირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რასაც დიდი ხანია ვამბობთ - მთელი ოპოზიცია არის მოღალატეების გაერთიანებული პარტია, რომელსაც სამშობლოს ღალატის მეტი არაფერი აქვთ გულში და მთელი თავისი ძალაუფლების საყრდენი ეგულებათ აქტში“, - აღნიშნა სუბარმა.