გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზაალ ანჯაფარიძე: საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის, ინტრიგა იმაშია, რომ ჯერ არცერთმა მათგანმა არ იცის საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება

6-06-2024

„ამ დღეებში უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის”, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსი უკვე ბოლომდე გამოფინა. ჰოდა მიადგნენ დასავლეთს ვედრებით - გვიშველეთ! იმათაც - გაანძრიეთ ხელი და გიშველითო.


ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სიტუაციის ინტრიგა იმაშია, საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება.


„ამ დღეებში უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის.


ოპოზიციამ საკუთარი ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსი უკვე ბოლომდე გამოფინა, და აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში 250,000-ზე (ისიც ყველაზე ოპტიმისტური დათვლით) მეტი ვერ დააბოლეს „ალა ლუსულ კანონს“ ბჟუტურით. ჰოდა მიადგნენ დასავლეთს ვედრებით - გვიშველეთ! იმათაც - გაანძრიეთ ხელი და გიშველითო. "ხელის განძრევა" ნიშნავს ქვეყნის ჯანჯღარს, პროვოკაციებს დეზინფორმაციას და ა.შ. სიტუაციის ინტრიგა იმაშია, რომ ჯერ არცერთმა მათგანმა არ იცის საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.