გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია

10-06-2024

საკონსულტაციო ფირმა Henley&Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ.


აღნიშნული ქვეყნების პასპორტებით უვიზო მიმოსვლა 194 ქვეყანაშია შესაძლებელია. ბოლო ადგილზეა ავღანეთი, მისი პასპორტით უვიზო გადაადგილება მხოლოდ 28 ქვეყანაში შეიძლება.


რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს. ქართული პასპორტით უვიზო გადაადგილება ნებადართულია 122 ქვეყანაში.


ქვეყანას რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს. კერძოდ, მეზობელი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება: რუსეთი - 52-ე ადგილი უვიზო მიმოსვლა 120 ქვეყანაში თურქეთი - 53-ე ადგილი - უვიზო მიმოსვლა 118 ქვეყანაში აზერბაიჯანი - 72-ე ადგილი - უვიზო მიმოსვლა 72 ქვეყანაში სომხეთი 75-ე ადგილი - უვიზო მიმოსვლა 69 ქვეყანაშია შესაძლებელი.