გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

10-06-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.


უწყების ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი. საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.


ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი, ასევე „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.