გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის არჩევნების შედეგებზე: ევროპულმა საზოგადოების უმრავლესობამ ამ არჩევნებით აჩვენა მსოფლიოს ევროპელი ხალხის ძალა ევროპაში

10-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


დეპუტატის თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ევროპელი ხალხი არ დაეთანხმა აშშ-ის კონგრესმენების განმარტებას, რომლის მიხედვითაც ომი ძლიერი დემოკრატიაა, მშვიდობა - სუსტი.


„ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპელი ხალხის უმრავლესობა არ დაეთანხმება ამერიკელი კონგრესმენების მიერ ევროპული ღირებულებების ისეთ განმარტებას, რომლის მიხედვით ომი ძლიერ დემოკრატიად უნდა წარმოჩნდეს, ხოლო მშვიდობის შენარჩუნება დემოკრატიის სისუსტედ, ლგბტ პროპაგანდა სახელმწიფოს სულიერ მისიად უნდა გამოცხადდეს, ხოლო ტრადიციები და სარწმუნოება წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. სწორედ ამიტომ, ევროპულმა საზოგადოების უმრავლესობამ ამ არჩევნებით აჩვენა მსოფლიოს ე ვ რ ო პ ე ლ ი ხ ა ლ ხ ი ს ძ ა ლ ა ევროპაში !!“,- წერს მაჭარაშვილი.