გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვალეში  წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

18-10-2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა  ქალაქ ვალეში წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულეს.


სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების ქსელს,  ამორტიზებული მილი ახლით შეიცვალა, აღდგენითი სამუშაოები შესრულდა ვალეს წყალმიმღებ ნაგებობაზე და გაიწმინდა სადრენაჟე სისტემა. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი.


 სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი  რესურსით განახორციელა. 


ქალაქ ვალეში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, პროექტი, სავარაუდოდ,  2019 წელს დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.