გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავაც გაძლიერდება

12-06-2024

„ვისურვებ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს" - ნათქვამია  ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში „X" გამოაქვეყნა.

 

ამ სიტყვებით სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და  ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ერთობლივად მუშაობის იმედი გამოთქვეს.