გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ ყაველაშვილი: ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, დააფასონ სპორტი და სპორტსმენები

13-06-2024

მნიშვნელოვანია სპორტსმენი გრძნობდეს ყურადღებას, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.


მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსები ვალდებულები არიან პატივი სცენ სპორტს და სპორტსმენებს.


„ჩემი სპორტსმენობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ყურადღება გვაკლდა. არადა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენი გრძნობდეს ყურადღებას, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია.


მე ვიცი როგორია სპორტსმენის შინაგანი განწყობა, მისთვის ყურადღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ დააფასონ სპორტი და სპორტსმენები,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.