გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მერი მოჭიდავეებს - სამბოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კახა მამულაშვილს და საქართველოს ჩემპიონს გოდერძი ძებისაშვილს შეხვდა

14-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპელ მოჭიდავეებს - სამბოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კახა მამულაშვილს და საქართველოს ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში გოდერძი ძებისაშვილს შეხვდნენ.

 

ივნისში, სერბეთში ვეტერანთა შორის ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც კახა მამულაშვილმა დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. გოდერძი ძებისაშვილმა კი პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილის ლიცენზია მოიპოვა.

 

ვახტანგ მაისურაძემ ორივე სპორტსმენს მადლობა გადაუხადა მიღწევებისთვის, სამომავლო წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.