გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ეროვნული ბანკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობას გააფართოებს

17-06-2024

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ვენაში, ევროპის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.


უწყების ცნობით, შეხვედრა ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის (ESCB) ეგიდით შედგა და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული ბანკებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები.


შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტები გააცნო.


მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან და წევრი ქვეყნების ეროვნულ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.


"საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მიმოვიხილეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან სამომავლო თანამშრომლობა. გადაწყდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელებთ საქმიანობას ახალი პროექტების განსახორციელებლად", - აღნიშნა გიორგი ედილაშვილმა.