გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: გვარამია-მელიას რომ „ახალი" ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა - როგორ შეიძლება "ახალი" დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული

17-06-2024

გვარამია-მელიას რომ „ახალი" ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა. როგორ შეიძლება "ახალი" დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ოპოზიცია სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტების ერთობლიობა.


„გვარამია-მელიას რომ „ახალი" ჰქვია, ეს უკვე სასაცილოა. როგორ შეიძლება ახალი დაარქვა იმას, რაც საზოგადოებას აქვს უკვე წლების მანძილზე ყელში ამოსული. თქვენ გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ეს ადამიანები როცა იყვნენ ხელისუფლებაში, 2004 წლიდან მოყოლებული და მერე რას აკეთებდნენ ისინი ოპოზიციის რიგებიდან. 20 წელია, ეს ადამიანები არ ასვენებენ ამ ქვეყანას და თავის თავს უწოდებენ „ახალს" . აქედან ჩანს რამდენად დიდი ფარსია ეს ყველაფერი, რაშიც ტრიალებს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტების ერთობლიობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.