გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

პრემიერი: ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს" უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება

17-06-2024

ეს არის „ლელოს" უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის

განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, "ლელო" „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯაფარიძემ ამით თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას.


„ეს საოცარი განცხადება იყო, წინასწარ არ გავერთიანდებით იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ ხმა არ მოგვცესო, მაგრამ არჩევნების მერე გავერთიანდებითო. თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, მანამდე არ უნდა აჩვენონ ერთობა და მერე გაერთიანდნენ. ამომრჩეველს ასე როგორ მოვატყუებ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.