გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორის სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 8 სახეობაში ეჯიბრებიან

18-10-2018

გორის მუნიციპალიტეტში „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები მინი - ფეხბურთში შეჯიბრებით გაიხსნა.

ტურნირი, რომელშიც 38 სკოლის გუნდი მონაწილეობს, წრიული სისტემით მიმდინარეობს.

31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს მუნიციპალური ტურნირები სპორტის 8 სახეობაში: მინი-ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, ბადმინტონში, გეზრბენში და მხიარულ სტარტებში.

სპორტის აღნიშნულ სახეობებში გამარჯვებული საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ შეჯიბრებეში.

მუნიციპალური ღონისძიებების ჩატარებას, უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილება.

რეგიონული თამაშების შემდეგ, ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართება ზონალური, ხოლო შემდგომ დასკვნითი (ფინალური) თამაშები.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოს ბავშვთა და სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, განათლების და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

ოლიმპიადის გამარჯვებულები სპორტის სახეობების მიხედვით, გაემგზავრებიან სკოლების მსოფლიო ჩემპიონატებზე.


qartli.ge