გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

18-06-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული.


სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 6 ერთეული დაუფირნიშევებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, დაწყებულია გამოძიება“ –აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.