გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს

18-10-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის შინაარსი მოქალაქეებისთვის სიურპრიზი არ იქნებოდა.


მისი თქმით, აუცილებელია გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.


“მე დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რომ შეეკითხოთ ეს ამბავი მათთვის მნიშვნელოვანწილად არ იქნებოდა სიურპრიზი, იმიტომ რომ ამაზე საუბარი ყოველთვის იყო და ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ადამიანები რაზე იყვნენ წამსვლელები. აქედან გამომდინარე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს  და საზოგადოებას  რეალური სურათი მიეწოდოს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.