გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

21-06-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების -  ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 4  კილოგრამამდე თევზი.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.