გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა

19-10-2018

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. შეფერხება ამავე მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილის ამოტრიალება გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები და სამაშვილო ბრიგადები არიან მობილიზებულნი.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააჯარიმეს.


„დაახლოებით ერთი საათია ვიმყოფები ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. ფაქტობრივად, სატრანსპორტო მოძრაობა არის შეფერხებული, ვერ გადავადგილდებით. უზარმაზარი სატრანსპორტი რიგია, არ ვიცით მოძრაობა როდის აღდგება“, - აცხადებენ მოქალაქეები.


ipn.ge