გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოვლინდა

19-10-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში  32 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი და 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.


მძღოლებმა  ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.  ავტომანქანები დაილუქა.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შედგა. მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოებშია გადაგზავნილი.