გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნიკა მელია ზაზა ფაჩულიაზე: გამჭვირვალობის კანონზე მისი განცხადება არ მომისმენია, ცუდია

26-06-2024

„შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია“, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.


მისი თქმით, საწყენია, რომ ფაჩულიას და ზოგადად, „დასავლეთში ფეხადგმულ“ წარმატებულ ადამიანებს ხმა არ ამოუღიათ იმ დროს, როდესაც ერი გაერთიანდა.


„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით. მთელს საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ. მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ - საწყენია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაპატიეთ თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა“, - განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.