გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

26-06-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, –ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეკალის მიმდებარედ, მდინარე დებედაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 1,5 კილოგრამი თევზი.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.