გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ათენში, საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალზე, კასპის მამაკაცთა ანსამბლი „მოურავი“ წარსდგება

26-06-2024

28-29-30 ივნისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,საგანძური" გაიმართება.


ფესტივალზე მიწვეულია კასპის მუნიციპალიტეტის მამაკაცთა სიმღერის ანსამბლი ,,მოურავი“.


უწყების ცნობით, გამგზავრებამდე ანსამბლ ,,მოურავი“-ს წევრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ და ფესტივალზე წარმატებები უსურვეს.


ანსამბლის ფესტივალში მონაწილეობას მუნიციპალიტეტი აფინანსებს.


ანსამბლი ,,მოურავი“ 20 წელია წარმატებით გამოდის მუნიციპალიტეტის, რეგიონის და საქართველოში გამართულ ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე.