გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

27-06-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. 


მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და  რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. 


ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში. 


ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. 


ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა.