გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით

28-06-2024

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით.


„ოპოზიციას ჰქონდა ჭარბი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დაზიანდებოდა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ეს მოლოდინები არ გამართლდება. ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ამ გზაზე ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.