გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ ხვითში ხელოვნურ საფარიანი მოედნის ეწყობა

28-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხვითში ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

 

სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

მოედანზე მოეწყობა ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და გარეგანათება.

 

ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობას სოფლის ახალგაზრდების ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შპს „მშენ+“ ახორციელებს.