გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, რაც აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან ძალიან დადებითა

28-06-2024

საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია, კერძოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება. 


„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვახორციელებთ 50 მაღალპრიორიტეტული საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგს, ხორციელდება პერიოდული ანგარიშგება. მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება, ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას,"- განაცხადა პრემიერმა.