გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თეიმურაზ შაშიაშვილი ზესტაფონში მოქალაქეებს ხვდება

19-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ამომრჩეველს ზესტაფონში ხვდება.


კანდიდატის თქმით, ის უარს ამბობს ორგანიზებულ შეხვედრებზე და საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამას ქუჩაში შემთხვევით შემხვედრ მოქალაქეებს აცნობს.

როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, ზესტაფონი მთავარი და საკვანძო ქალაქია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამიტომ აქ მოსახლეობას ფინანსური პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.


„ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ყველაფერი, რისი ყიდვაც შეიძლებოდა. მე არ ვიყიდები. ზესტაფონი არის იმ 10 ქალაქს შორის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია და ჩემი გაპრეზიდეტებისშემთხვევაში, მე ვპირდები ზესტაფონელებს, რომ ფეროშენადნობთა ქარხანა მათი იქნება” – განაცხადა შაშიაშვილმა.


1tv.ge