გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთის მხარეში, აღმზრდელები და მეთოდისტები სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების განახლებული პროგრამით გადამზადდნენ

1-07-2024

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, კახეთის მხარეში, 250-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების განახლებული პროგრამით - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა. პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით.


„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის კვლევის შედეგების საფუძველზე განხორციელდა. განახლებული პროგრამის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს კლიმატის ცვლილების საკითხები დაემატა.


გადამზადებულ აღმზრდელებს და მეთოდისტებს სახელმძღვანელოები და სერტიფიკატები გადაეცათ“ –აცხადებენ უწყებაში.