გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„m&i Tbilisi 2024“-ის ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიღება გამართა

3-07-2024

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეები ქართულ კულტურას გაეცნენ. ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, დამკვეთები და სერვისის მიმწოდებლები რუსთაველის თეატრში კონცერტს დაესწრნენ.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება.


ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან.


ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვედრებს მართავენ ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით.