| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
3-07-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები.
მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
ანალიტიკოსის თქმით, ჩნდება შეკითხვები - სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან და შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან. ჩნდება შეკითხვები - სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი (გრიგოლ ლილუაშვილიც იყო ამას წინათ ვაშინგტონში) აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან?“, - წერს გია აბაშიძე.