გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია სასათბურე მეურნეობების მქონე ფერმერებს შეხვდა

8-07-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სასათბურე მეურნეობის მქონე ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასათბურე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ერთწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.


„სამინისტრო არაერთი მიმართულებით ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ პროექტებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული აგროპროდუქციის წარმოებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი ბაზრის გაჯერებას, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტი დარგის წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და მეწარმეებთან განხილვის საფუძველზე იქნება და მათ საჭიროებებზეა მორგებული. შესაბამისად, ყველა სამუშაო ფორმატში სამომავლო გეგმებს განვიხილავთ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


„აღსანიშნავია, რომ სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით სამინისტროს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, აგროწარმოების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა ქალებისთვის; გრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მხარდაჭერა იმ ფერმერების, რომელთაც სასათბურე მეურნეობებში მოყავთ მოსავალი“ –აცხადებენ უწყებაში.