გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქალაქ კასპში ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის ახლად რეაბილიტირებული შენობა, მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა

10-07-2024

ქალაქ კასპში დასრულდა ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია.


უწყების ცნობით, რეაბილიტირებული შენობა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


კულტურის სახლს, რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულებამ უზრუნველყო სამუშაო და სამეცადინო პირობების გაუმჯობესება. ცენტრს ექნება როგორც კულტურული ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბამა“ -მ განახორციელა.