გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გენერალური პროკურორის არჩევა იგეგმება

12-07-2024

„პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრებს დროულად ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


სესიაზე დაგეგმილია გენერალური პროკურორის არჩევა.


საპროკურორო საბჭომ, პარლამენტს, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.