გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე თვეზე მეტია შუქნიშანი გათიშულია

22-10-2018

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ყოველ დილით, 09:00 საათამდე, მაშინ როცა მოსწავლეები სკოლაში მიდიან, შუქნიშანი გათიშულია. ამის გამო, პატარებს გზაზე გადასვლა უჭირთ.

 

„შუქნიშანს მეხსიერების ნაწილი აქვს დაზიანებული. თბილისში უკვე შევუკვეთეთ, რომ შევცვალოთ. როგორც კი ეს ნაწილი ჩამოვა, მის გასაკეთებლად თბილისიდან სპეციალურ ჯგუფსაც ჩამოვიყვანთ“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.

 

„სამხრეთის კარიბჭე“ თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებული შუქნიშნების შესახებ 19 სექტემბერს წერდა. გზაზე დაზიანებულია ქვეითად მოსიარეულეებისთვის დახაზული „ზებრაც“. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გზაზე გადასვლა დამოუკიდებლად ყოველ დილით უჭირთ.


sknews.ge