გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გუდაუთაში აფხაზი ხალხის ე.წ. სამამულო ომის მუზეუმი გაიხსნა

22-10-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ მუზეუმი გაიხსნა, რომელიც „აფხაზეთის გმირის“ სერგეი დბარის სახელს ატარებს. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ წერს.

 

ცერემონიას დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და სხვა ე.წ. ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

მუზეუმის დირექტორის ბატალ გუმბას თქმით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ მუზეუმში 8 საექსპოზიციო დარბაზის მომზადება იგეგმება, რომელიც დაღუპული მეომრების ხსოვნა მიეძღვნება, გარდა ამისა, მუზეუმში „აფხაზეთის მე - 20 საუკუნის ისტორიის, ეთნოგრაფიის და არქეოლოგიას ამსახველი კუთხე მოეწყობა.

 

 

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა დბარის დედა ტერა ახბა, რომელმაც აღნიშნა, რომ მუზეუმი თანამედროვე ისტორიის ამსახველი და ახალგაზრდების აღზრდის მნიშვნელოვანი ელემენტია.

 

 

„ჩვენ ბევრი განათლებული ახალგაზრდა გვყავს. თქვენ მიერ მიღებული განათლება უნდა ეფუძნებოდეს გონიერებას, მოთმინებას და უნარს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები“, - თქვა ახბამ.


pia.ge