გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე მისვლას არ გეგმავს

22-10-2018

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე მისვლას არ გეგმავს და ამის მიზეზად თავისი გადაცემის ეთერს ასახელებს.

 

ინგა გრიგოლია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

„რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება,მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე,ბარემ აქვე დავწერ,სიამოვნებით წავიდოდი,რადგან მგონია,რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება,მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა ,,რეაქცია“, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან.ფიზიკურად ვერ მოვახერხებ... ამიტომ, ტვ,,პირველი“ გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში“-წერს ინგა გრიგოლია.

 

ბიძინა ივანიშვილმა სამი ჟურნალისტი - ტელეკომპანია „იმედიდან“ ირაკლი ჩიხლაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გიორგი გაბუნია და „ტვ პირველიდან“ ინგა გრიგოლია, ხვალ, 22:00 საათზე ინტერვიუზე მიიწვია.