გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ტექნიკური ექსპერტები საქართველოს ესტუმრნენ

22-10-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ტექნიკურ ექსპერტთა გეგმიური ვიზიტი შედგა.


ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტებისა დარეგულაციების შესაბამისობაზე გადამოწმებულ იქნა ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით: ბათიმეტრიული კვლევები, კარტოგრაფია-ქაღალდის და ელექტრონული საზღვაო რუკების წარმოება, გემების მეტეოროლოგიური მონაცემებით მომსახურება და სანავიგაციო გაფრთხილებები (NAVTEX), სამსახურის ტექნიკური აღჭურვილობა და პერსონალის კვალიფიკაცია.


ექსპერტთა პირველადი შეფასებით საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური სრულად უზრუნველყოფს რეგიონში, კერძოდ, საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) რეგულაციების და სტანდარტების დაცვას და ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის საერთაშორისო კონვენციის და SOLAS-74-ის მოთხოვნების შესრულებას.


უახლოეს მომავალში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია ოფიციალურად წარმოადგენს ექსპერტთა დასკვნას ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.