გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: დამადლებისა და გაკიცხვის ელფერით გაწეულ ნაწილობრივ დახმარებაზე და სესხებზე "მჭევრმეტყველება" ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან მახინჯ ტენდენციად იქცა და არასერიოზული ხასიათი მიიღო

25-07-2024

„უცხოელი დიპლომატების, პოლიტიკოსების მხრიდან ქედმაღალი მევახშის "პედესტალიდან" საუბარი მიუღებელია და დამაზიანებელია ამგვარი გზავნილების ავტორებისთვის.“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გამოხმაურებაზე.


ანალიტიკოსის თქმით, დაყვედრება გაკეთებული სიკეთის, გაწეული დახმარების შეხსენებაა, საყვედურის ტონით თქმაა.


„დაყვედრება გაკეთებული სიკეთის, გაწეული დახმარების შეხსენებაა, საყვედურის ტონით თქმაა. სამწუხაროდ, დამადლებისა და გაკიცხვის ელფერით გაწეულ ნაწილობრივ დახმარებაზე და სესხებზე "მჭევრმეტყველება" ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან მახინჯ ტენდენციად იქცა და არასერიოზული ხასიათი მიიღო. უცხოელი დიპლომატების, პოლიტიკოსების მხრიდან ქედმაღალი მევახშის "პედესტალიდან" საუბარი მიუღებელია და დამაზიანებელია ამგვარი გზავნილების ავტორებისთვის“-წერს გია აბაშიძე.