გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გორის საბავშვო ბაღებში ორთვიანი შეფერხების შემდეგ ბავშვთა ტრანსპორტირება აღდგება

23-10-2018

მიმდინარე კვირიდან, გორის მუნიციპალიტეტის 34 სოფლიდან სხვადასხვა სკოლამდელ სააღმზრდელობო დაწესებულებებში, ბავშვთა ტრანსპორტირება აღდგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ორი ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, მოიძებნა ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები ბავშვებს სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახურებიან.

საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 400-მდე ბავშვი მშობლებს 34 სოფლიდან 21 სხვადასხვა სოფლის ბაღში დაჰყავთ.

,,დღეს ველოდებით თანხმობას შესყიდვების სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები გავაფორმოთ მგზავრთა გადამყვან ორგანიზაციებთან. შუალედურ პერიოდში მშობლებს ბავშვები საკუთარი სახსრებით მიჰყავდათ“ - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

პირველი ტენდერი 2018 წლის 15 სექტემბერს გაიმართა, სადაც მონაწილეობა არც ერთმა ორგანიზაციამ მიიღო. მეორე ტენდერი ერთი თვის შემდეგ, ასევე, უშედეგოდ დასრულდა.


qartli.ge