გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: ლუზერობაში გაწაფულ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარიზის არბიტრაჟმა დამანგრეველი განაჩენი გამოუტანა ანაკლიის ჩავარდნილ პროექტზე

30-07-2024

საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა, რომ პოლიტიკანები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პარიზის არბიტრაჟმა ხაზარაძე/ჯაფარიძეს საქართველოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა.


ანალიტიკოსის თქმით, ისედაც რა რეიტინგი ჰქონდა და ახლა სამართალმა "კარგი საჩუქარი" მიართვა შარლატანების პარტია-კანტორა "ლელოს".


„ლუზერობაში გაწაფულ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარიზის არბიტრაჟმა დამანგრეველი განაჩენი გამოუტანა ანაკლიის ჩავარდნილ პროექტზე. საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა, რომ პოლიტიკანები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები. მათ მოუწევთ საქართველოს სახელმწიფოსთვის დიდი თანხის გადახდა. ისედაც რა რეიტინგი ჰქონდა და ახლა სამართალმა "კარგი საჩუქარი" მიართვა შარლატანების პარტია-კანტორა "ლელოს“, - წერს აბაშიძე.