გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

23-10-2018

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდით ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

 

ნინიწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ ტოროიანის მიერ, საკრებულოს ფეისბუქის გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი სააგიტაციო მასალის გავრცელების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 ოქტომბერს მიიღო.

 

„განვიხილეთ საქმე, დაიწერა სამართალდარღვევის ოქმი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. საქმე გადაიგზავნა სასამართლოში შემდგომი განხილვისთვის“, – ამბობს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ორ ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა. ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა.


sknews.ge