გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მუხროვანის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა

3-08-2024

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები ერთობლივად დასრულდა. სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც. სამხედრო მოსამსახურეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ
ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსების უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.


მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ.


მუხროვანის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასთან ერთად საჩვენებელი სწავლება გამართეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით სწავლებაში მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფის ამოცანები შესრულდა.