გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები

4-08-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.


კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:


„არ ვიცი ჩემთვის საინტერესო არა არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ".