გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

4-08-2024

ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება.


"დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება. ამაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა დღევანდელ დღეს ", - განაცხადა პრემიერმა.